ჰოსტინგის მართვა:

WooCommerce-მა YouTube Shopping ინტეგრაცია დაამატა.

WooCommerce-ის მაღაზიებიდან პროდუქციის გაყიდვა უკვე პირდაპირ YouTube-ზეა შესაძლებელი

WooCommerce-ის მფლობელებს ახლა უკვე შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია პირდაპირ YouTube-ვიდეოების საშუალებით გაყიდონ. ეს სიახლე ვიდეოკონტენტს პირდაპირ გაყიდვების პლატფორმად აქცევს.

Google-მა და WooCommerce-მა ოფიციალურად განაცხადეს, რომ „Google for WooCommerce“ გაფართოების (extension) განახლების შედეგად, მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა, პროდუქცია YouTube-ის 2.7-მილიარდიან აუდიტორიას შესთავაზონ.

როგორ მუშაობს ეს ფუნქცია?

საიტის მთლობელს შეუძლიათ პროდუქტები მონიშნონ (Tagging) როგორც ჩვეულებრივ ვიდეოებში, ისე Shorts-ებში. ვიდეოს ყურებისას პროდუქცია გამოჩნდება ინტერაქციული ბარათების სახით, ხოლო არხზე დაემატება სპეციალური „Shopping“ (ყიდვის) ტაბი.

  • ავტომატური სინქრონიზაცია: პროდუქტის მონაცემები ავტომატურად იტვირთება არსებული კატალოგიდან.
  • ერთხელ განახლება, ყველგან ასახვა: Google Merchant Center-ის მეშვეობით, მონაცემები მუდმივად სინქრონიზებულია. ფასის ან აღწერის შეცვლისას, ინფორმაცია მომენტალურად ახლდება YouTube-ზე, Google Shopping-სა და რეკლამებში,თუ პროდუქტი ამოიწურება საიტზე, ის ავტომატურად გაქრება YouTube-იდანაც.

WooCommerce, როგორც WordPress-ზე დაფუძნებული ღია პლატფორმა, მეწარმეებს პროდუქტების, გადახდებისა და შეკვეთების მართვაში ეხმარება. Google-თან ინტეგრაცია კი ამ ყველაფერს ერთიან სისტემაში აქცევს.

განახლება ასევე მოიცავს Performance Max კამპანიების მხარდაჭერას. ეს ნიშნავს, რომ Google-ის ხელოვნური ინტელექტი რეალურ დროში ატარებს ექსპერიმენტებს და რეკლამებს (ვიდეოებს, სათაურებსა თუ ბანერებს) იმ მომხმარებლებს აჩვენებს, რომლებიც ყიდვისკენ ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი.

აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია მხოლოდ ფიზიკური ნივთებით არ შემოიფარგლება — ის ასევე ხელმისაწვდომია სერვისებზე მომუშავე ბიზნესებისთვისაც (მაგალითად, ჯავშნები ან კონსულტაციები), სადაც მთავარი მიზანი ფორმის შევსება ან სატელეფონო ზარია.

YouTube ამიერიდან WooCommerce-ის მომხმარებლებისთვის ორ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს:

  1. პროდუქტის აღმოჩენის ადგილი: YouTube მსოფლიოში მეორე უდიდესი საძიებო სისტემაა, სადაც ადამიანები პროდუქტების შესახებ ინფორმაციას ვიდეოების მეშვეობით ეძებენ.
  2. გაყიდვების პირდაპირი არხი: მომხმარებელს აღარ უწევს ვიდეოდან სხვა საიტზე გადასვლა და პროდუქტის ძებნა — ყიდვა პირდაპირ ვიდეოს ყურებისასაა შესაძლებელი.

ბიზნესისთვის ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვიდეო მიმოხილვა თუ Shorts-ი შეიძლება რეალურ გაყიდვად იქცეს. SEO-ს თვალსაზრისით კი, ვიდეოკონტენტი, რომელიც აქამდე მხოლოდ საძიებო სისტემებში რეიტინგისთვის გამოიყენებოდა, ახლა უკვე პირდაპირ შემოსავლის წყარო ხდება.

დეტალურად გაეცანით ოფიციალურ განცხადებას : https://woocommerce.com/posts/woocommerce-youtube-shopping/

პს: ეს სიახლე არის პირდაპირი პასუხი Shopify-ზე, რომელსაც უკვე ჰქონდა მსგავსი ინტეგრაცია. WooCommerce ცდილობს არ ჩამორჩეს ბაზრის ლიდერებს და თავის მომხმარებლებს შესთავაზოს იგივე დონის მოქნილობა, რასაც დახურული პლატფორმები სთავაზობენ.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

თავისუფლება შეზღუდვებისგან და სრული კონტროლი თქვენს ვებგვერდზე! ბევრი ბიზნესი საიტს იწყებს WordPress.com-ზე, რადგან თავიდან ეს მარტივი ჩანს: რეგისტრაცია, თემის არჩევა, რამდენიმე გვერდის შექმნა და საიტი უკვე ონლაინ არის. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება კითხვა —

ამ სტატიაში მიმოვიხილავ, როგორ შეიძლება WordPress ვებსაიტის აწყობა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით — კონკრეტულად Claude-ისა და Novamira-ს გამოყენებით. ბოლო პერიოდში AI ინსტრუმენტები მხოლოდ ტექსტების ან სურათების გენერირებისთვის აღარ გამოიყენება. უკვე შესაძლებელია, რომ AI უშუალოდ WordPress-ის შიგნით

თუ თქვენი ბიზნესი, ბლოგი ან ყოველდღიური საქმიანობა ვებგვერდებს უკავშირდება, ალბათ იცით, რომ ინტერნეტის თითქმის ნახევარი — უფრო ზუსტად კი $43\%$ — სწორედ WordPress-ზე მუშაობს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მასშტაბური ცვლილება ამ პლატფორმაზე მთელი ციფრული სამყაროსთვის ამინდს