ჰოსტინგის მართვა:

რა არის Passkey და რატომ ჯობია ის პაროლს?

ბოლო წლებში ციფრულ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება, რადგან პაროლების გატეხვა და მომხმარებელთა მონაცემების მოპარვა ყოველდღიურ პრობლემად იქცა. სწორედ ამის საპასუხოდ გაჩნდა Passkey – ტრადიციული პაროლების უსაფრთხო და მარტივი ალტერნატივა. ამ სტატიაში განვიხილოთ რა განსხვავებაა და რატომ ჯობია Passkey-ის გამოყენება საიტზე ავტორიზაციისთვის.

🔑 რა არის Passkey?

Passkey არის ახალი ტიპის ციფრული ავთენტიკაციის მეთოდი, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდი, Face ID) ან PIN კოდს მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის, ხოლო უსაფრთხოების გასაღებები (key pair) შენახულია მხოლოდ შენ მოწყობილობაზე. ეს ნიშნავს, რომ საიტებს აღარ გააჩნიათ შენ პაროლი ან მსგავსი საავთენტიკაციო მონაცემები. შესაბამისად შეუძლებელია მათი გატეხვა ისეთი ხერხებით, როგორიც არის ბრუტფორსინგი.

🤔 რა პრობლემები აქვს პაროლს?

  • სუსტია: ბევრი მომხმარებელი იყენებს მარტივ და გამეორებად პაროლებს.
  • დავიწყება და გადატვირთვა: პაროლების დამახსოვრება ხშირად რთულია, რის გამოც მომხმარებლებს უწევთ პაროლის აღდგენა ან ჩანაცვლება.
  • ფიშინგი და მოპარვა: პაროლი ადვილად შეიძლება მოიპოვოს ჰაკერმა. მაგალითად, ფიშინგი გამოყენებით ან მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში.
  • გაცვლითი შეტევები: თუ ერთ საიტზე გატეხილი პაროლი სხვაგანაც გაქვს გამოყენებული, ბოროტმოქმედი ბევრ ანგარიშზე იღებს წვდომას.


⚙️ როგორ მუშაობს Passkey?

  • რეგისტრაციისას საიტი ან აპლიკაცია ქმნის უნიკალურ კრიპტოგრაფიულ გასაღებს შენ მოწყობილობაზე.
  • ავთენტიკაციისას მოწყობილობა ადასტურებს შენ ვინაობას ბიომეტრიით ან PIN-ით.
  • რეალურ საიტზე შესვლისას Passkey იყენებს უსაფრთხო კომუნიკაციას – არ ხდება პაროლის გაცვლა ან შენახვა.

🚀 Passkey-ს უპირატესობები პაროლთან შედარები

  • 🔒 უსაფრთხოება – Passkey არ ინახავს ტრადიციულ პაროლს. ის იყენებს კრიპტოგრაფიულ “key pair”-ს, რომელიც შენ მოწყობილობაზე ინახება და არ გადადის მესამე პირზე. ეს ნიშნავს, რომ ჰაკერებს ნაკლები შანსი აქვთ, მოიპოვონ შენი ანგარიშის მონაცემები.
  • მარტივია და მოსახერხებელი – პაროლის წერა, დამახსოვრება ან ხშირი შეცვლა საჭირო აღარ არის. Passkey-ით შესვლა შეგიძლია თითის ანაბეჭდით, Face ID-ით ან მარტივი PIN შეყვანით.
  • 🙅‍♂️ ფიშინგისგან დაცვა – ფიშინგი მაშინ ხდება, როცა მომხმარებელს ყალბ ვებგვერდზე შეჰყავს თავისი პაროლი. Passkey არ მუშაობს ყალბ საიტებზე – მხოლოდ იმ ვებ-გვერდზე გამოიყენება, რომელზეც რეალურად ხარ რეგისტრირებული.
  • 📱 სხვადასხვა მოწყობილობაზე გამოყენება – Passkey შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ შენ მოწყობილობაზე — Google, Apple და Microsoft-ის ეკოსისტემებში. შეგიძლია მარტივად გააზიაროთ Passkey სხვა მოწყობილობაზე QR კოდის ან Bluetooth-ის მეშვეობითაც.
  • 🔁  პაროლის აღდგენის და დავიწყების პრობლემა აღარ არის – აღარ შეგექმნება პრობლემა პაროლის დავიწყებასთან დაკავშირებით. შესვლა ხდება მხოლოდ შენი ბიომეტრიული მონაცემით ან იმ მოწყობილობით, რომელსაც ენდობი.
  • 🛡️ მონაცემთა გაჟონვის მინიმალური რისკი – რადგან პაროლები აღარ ინახება ვებგვერდებზე, მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაშიც კი ჰაკერები ვერ მიიღებენ შენ ავთენტიკაციის მონაცემებს.

🚀 მოკლე დასკვნა

Passkey არის მომავლის სტანდარტი, რომელიც ცვლის პაროლებს:

  • უფრო უსაფრთხო — ფიშინგისა და გატეხვისგან დაცული
  • მარტივი — აღარ გიწევს პაროლის დამახსოვრება
  • სწრაფი და მოსახერხებელი — შესვლა ხდება წამებში


დაივიწყე პაროლები – გამოიყენე Passkey და უზრუნველყავი შენი ანგარიშების მაქსიმალური დაცვა!

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საქართველოში რეგისტრირებული .GE დომენების ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც CENTR-ის (ევროპის ეროვნული დომენების რეგისტრატორების საბჭო) მიერ არის მოწოდებული, გვიჩვენებს, თუ რამდენად აქტიურია ქართული ინტერნეტ-სივრცე. მონაცემები მკაფიოდ ასახავს, თუ დომენების რა ნაწილი გამოიყენება სრულფასოვნად. CENTR-ის სტატისტიკა დომენებს სამ

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როდესაც ბიზნესის უწყვეტი ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდის უსაფრთხოება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კიბერშეტევების მრავალ ფორმას შორის, DDoS (Distributed Denial of Service) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დამანგრეველი მეთოდია, რომელსაც შეუძლია თქვენი საიტი დროებით

თუ თქვენ WordPress-ის სამყაროში ტრიალებთ, სავარაუდოდ, უკვე შეგხვდათ რეკომენდაცია PHP-ის უახლეს ვერსიაზე გადასვლის შესახებ. WordPress.org-ის ოფიციალური პოზიცია ცალსახაა: საუკეთესო წარმადობის, უსაფრთხოებისა და თავსებადობისთვის გამოიყენეთ PHP-ის უახლესი ვერსიები, ამჟამად 8.3. ბევრისთვის ეს ტექნიკური დეტალი შეიძლება უმნიშვნელოდ