ჰოსტინგის მართვა:

რა არის Passkey და რატომ ჯობია ის პაროლს?

ბოლო წლებში ციფრულ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება, რადგან პაროლების გატეხვა და მომხმარებელთა მონაცემების მოპარვა ყოველდღიურ პრობლემად იქცა. სწორედ ამის საპასუხოდ გაჩნდა Passkey – ტრადიციული პაროლების უსაფრთხო და მარტივი ალტერნატივა. ამ სტატიაში განვიხილოთ რა განსხვავებაა და რატომ ჯობია Passkey-ის გამოყენება საიტზე ავტორიზაციისთვის.

🔑 რა არის Passkey?

Passkey არის ახალი ტიპის ციფრული ავთენტიკაციის მეთოდი, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდი, Face ID) ან PIN კოდს მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის, ხოლო უსაფრთხოების გასაღებები (key pair) შენახულია მხოლოდ შენ მოწყობილობაზე. ეს ნიშნავს, რომ საიტებს აღარ გააჩნიათ შენ პაროლი ან მსგავსი საავთენტიკაციო მონაცემები. შესაბამისად შეუძლებელია მათი გატეხვა ისეთი ხერხებით, როგორიც არის ბრუტფორსინგი.

🤔 რა პრობლემები აქვს პაროლს?

  • სუსტია: ბევრი მომხმარებელი იყენებს მარტივ და გამეორებად პაროლებს.
  • დავიწყება და გადატვირთვა: პაროლების დამახსოვრება ხშირად რთულია, რის გამოც მომხმარებლებს უწევთ პაროლის აღდგენა ან ჩანაცვლება.
  • ფიშინგი და მოპარვა: პაროლი ადვილად შეიძლება მოიპოვოს ჰაკერმა. მაგალითად, ფიშინგი გამოყენებით ან მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში.
  • გაცვლითი შეტევები: თუ ერთ საიტზე გატეხილი პაროლი სხვაგანაც გაქვს გამოყენებული, ბოროტმოქმედი ბევრ ანგარიშზე იღებს წვდომას.


⚙️ როგორ მუშაობს Passkey?

  • რეგისტრაციისას საიტი ან აპლიკაცია ქმნის უნიკალურ კრიპტოგრაფიულ გასაღებს შენ მოწყობილობაზე.
  • ავთენტიკაციისას მოწყობილობა ადასტურებს შენ ვინაობას ბიომეტრიით ან PIN-ით.
  • რეალურ საიტზე შესვლისას Passkey იყენებს უსაფრთხო კომუნიკაციას – არ ხდება პაროლის გაცვლა ან შენახვა.

🚀 Passkey-ს უპირატესობები პაროლთან შედარები

  • 🔒 უსაფრთხოება – Passkey არ ინახავს ტრადიციულ პაროლს. ის იყენებს კრიპტოგრაფიულ “key pair”-ს, რომელიც შენ მოწყობილობაზე ინახება და არ გადადის მესამე პირზე. ეს ნიშნავს, რომ ჰაკერებს ნაკლები შანსი აქვთ, მოიპოვონ შენი ანგარიშის მონაცემები.
  • მარტივია და მოსახერხებელი – პაროლის წერა, დამახსოვრება ან ხშირი შეცვლა საჭირო აღარ არის. Passkey-ით შესვლა შეგიძლია თითის ანაბეჭდით, Face ID-ით ან მარტივი PIN შეყვანით.
  • 🙅‍♂️ ფიშინგისგან დაცვა – ფიშინგი მაშინ ხდება, როცა მომხმარებელს ყალბ ვებგვერდზე შეჰყავს თავისი პაროლი. Passkey არ მუშაობს ყალბ საიტებზე – მხოლოდ იმ ვებ-გვერდზე გამოიყენება, რომელზეც რეალურად ხარ რეგისტრირებული.
  • 📱 სხვადასხვა მოწყობილობაზე გამოყენება – Passkey შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ შენ მოწყობილობაზე — Google, Apple და Microsoft-ის ეკოსისტემებში. შეგიძლია მარტივად გააზიაროთ Passkey სხვა მოწყობილობაზე QR კოდის ან Bluetooth-ის მეშვეობითაც.
  • 🔁  პაროლის აღდგენის და დავიწყების პრობლემა აღარ არის – აღარ შეგექმნება პრობლემა პაროლის დავიწყებასთან დაკავშირებით. შესვლა ხდება მხოლოდ შენი ბიომეტრიული მონაცემით ან იმ მოწყობილობით, რომელსაც ენდობი.
  • 🛡️ მონაცემთა გაჟონვის მინიმალური რისკი – რადგან პაროლები აღარ ინახება ვებგვერდებზე, მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაშიც კი ჰაკერები ვერ მიიღებენ შენ ავთენტიკაციის მონაცემებს.

🚀 მოკლე დასკვნა

Passkey არის მომავლის სტანდარტი, რომელიც ცვლის პაროლებს:

  • უფრო უსაფრთხო — ფიშინგისა და გატეხვისგან დაცული
  • მარტივი — აღარ გიწევს პაროლის დამახსოვრება
  • სწრაფი და მოსახერხებელი — შესვლა ხდება წამებში


დაივიწყე პაროლები – გამოიყენე Passkey და უზრუნველყავი შენი ანგარიშების მაქსიმალური დაცვა!

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

WordPress-ის მომხმარებლებისა და ვებგვერდების ადმინისტრატორებისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გაფრთხილება გავრცელდა. WordPress Core-ში აღმოჩენილია ორი სერიოზული სისუსტე, რომელთაგან ერთ-ერთი თავდამსხმელს საშუალებას აძლევს, გარკვეულ ვერსიებზე ავტორიზაციის გარეშე დისტანციურად შეასრულოს კოდი. CERT Polska-მ ადმინისტრატორებს მოუწოდა, დაუცველი WordPress ვერსიები დაუყოვნებლივ

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ვირუსები უფრო სწრაფად იქმნება, ვიდრე მათი ანტიდოტები. სამყარო, სადაც კიბერშეტევები უფრო დახვეწილია, ვიდრე ოდესმე. ეს არ არის ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტი, არამედ კიბერუსაფრთხოების დღევანდელი რეალობა. მაგრამ, როგორც ყველა გამოწვევას, ამასაც აქვს თავისი გამოსავალი.

თავისუფლება შეზღუდვებისგან და სრული კონტროლი თქვენს ვებგვერდზე! ბევრი ბიზნესი საიტს იწყებს WordPress.com-ზე, რადგან თავიდან ეს მარტივი ჩანს: რეგისტრაცია, თემის არჩევა, რამდენიმე გვერდის შექმნა და საიტი უკვე ონლაინ არის. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება კითხვა —