ჰოსტინგის მართვა:

კიდევ ერთი ახალი სერვისი ნეიმსფეისისგან: Google Workspace-ის სრული მხარდაჭერა ქართული ბიზნესისთვის

ბიზნესის ყოველდღიურობაში ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა, თუმცა მას ხშირად „წვრილმანებში“ ვკარგავთ. ნაცნობი სურათია: ფაილების ძებნა სხვადასხვა ჩეთში, დოკუმენტების დაუსრულებელი ვერსიები, მესენჯერებში გაბნეული შეხვედრის ლინკები და IT ქაოსი, როცა ახალ თანამშრომელს წვდომები ხელით უნდა „აუწყოთ“.

Workspace.namespace.ge გთავაზობთ Google Workspace-ის მძლავრ ეკოსისტემას, რომელსაც Namespace, როგორც ოფიციალური პარტნიორი, ქართულ ბიზნესზე მორგებული კონფიგურაციითა და მხარდაჭერით გთავაზობთ.


რას ნიშნავს რეალურად „ყველაფერი ერთ სივრცეში“?

ბევრი კომპანია ისედაც იყენებს Gmail-ს ან Drive-ს, თუმცა ამას აკეთებს დანაწევრებულად, პირადი ან არაორგანიზებული ანგარიშებით. Namespace-ის შეთავაზება ამ ინსტრუმენტებს ერთიან, შეკრულ სამუშაო გარემოდ აქცევს. აქ ფოსტა, ფაილები, კალენდარი და შეხვედრები ერთ სივრცეში გაქვთ.

ინტეგრირებული ეკოსისტემა: კალენდარში ჩანიშნული შეხვედრა ავტომატურად ქმნის Meet-ის ლინკს და ამზადებს Docs-ის ფაილს ოქმისთვის.

  • Gemini (AI ასისტენტი): თქვენი პირადი კოპილოტი, რომელიც გეხმარებათ რთული წერილების წერაში, მონაცემთა ანალიზსა და იდეების გენერირებაში პირდაპირ სამუშაო გარემოში.
  • NotebookLM: რევოლუციური ინსტრუმენტი, რომელიც აანალიზებს თქვენსავე დოკუმენტებს და პასუხობს ნებისმიერ კითხვას თქვენივე კორპორაციული ცოდნის ბაზაზე დაყრდნობით.

სამი მიზეზი, რატომაც უნდა აირჩიოთმ ეს სერვისი!

რატომ უნდა გადაიხადოს კომპანიამ ფული იმაში, რაც „ისედაც არსებობს“? პასუხი სამ მთავარ არგუმენტშია:

1. ერთიანი ადმინისტრირება (Admin Console)

ეს არის „მართვის პულტი“, სადაც ერთი ადგილიდან აკონტროლებთ ყველაფერს. თანამშრომელი დაემატა? წვდომებს ერთ წუთში აძლევთ. წავიდა გუნდიდან? წვდომებს მომენტალურად თიშავთ და ინფორმაციას კომპანიაში ტოვებთ. ეს კრიტიკულია მათთვის, ვისთვისაც უსაფრთხოება პრიორიტეტია.

2. უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა

პლატფორმა იყენებს 2FA-ს (ორფაქტორიანი ავტორიზაცია), დაშიფვრას და AI-ს საფრთხეების აღმოსაჩენად. თქვენ აკონტროლებთ, ვის რა ფაილზე აქვს წვდომა, რომელი მოწყობილობიდან შედის თქვენი გუნდის წევრი , როგორ შეიზღუდოთ მესამე პირისთვის ინფორმაციის შეღწევადობის რისკი ლეპტოპის დაკარგვის შემთხვევაშიც კი.

3. რეალურ დროში თანამშრომლობა

Docs/Sheets-ის მთავარი ღირებულება არა რედაქტორი, არამედ კოლაბორაციაა. თქვენ მუშაობთ ერთ ფაილზე ერთდროულად და ხედავთ ცვლილებებს ცოცხალ რეჟიმში. Meet-ისა და Chat-ის ინტეგრაცია კი ნიშნავს, რომ შეხვედრის დანიშვნა, ჩაწერა და მასალების გაზიარება ერთ ჯაჭვშია მოქცეული.

რატომ Namespace და არა „პირდაპირ Google-დან“?

თეორიულად, ლიცენზიის ყიდვა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, თუმცა Namespace-თან პარტნიორობით თქვენ ყიდულობთ არა მხოლოდ სერვის, არამედ სიმშვიდეს:

„ტექნოლოგია მაშინ მუშაობს კარგად, როცა მის გამართვაზე ფიქრი არ გიწევთ.“

  • ტექნიკური გამართვა: DNS, MX, SPF/DKIM ჩანაწერების სწორი კონფიგურაცია (რომ თქვენი მეილი სპამში არ მოხვდეს).
  • ქართულენოვანი მხარდაჭერა: ჩვენი ტექნიკური გუნდი დაგეხმარებათ, მარტივად და სწრაფად გამართოთ სისტემა და აღმოფხვრათ ნებისმიერი ხარვეზი.

თუ თქვენ გაქვთ მზარდი გუნდი და გრძნობთ, რომ ფაილებისა და კომუნიკაციის ქაოსი ხელს გიშლით, დროა გადახვიდეთ სისტემურ მუშაობაზე. Workspace.namespace.ge არ არის უბრალოდ „იმეილების ყიდვა“ — ეს არის პროფესიონალური იმიჯი, დაცული ინფორმაცია და გამართული სამუშაო პროცესი.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

WordPress-ის მომხმარებლებისა და ვებგვერდების ადმინისტრატორებისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გაფრთხილება გავრცელდა. WordPress Core-ში აღმოჩენილია ორი სერიოზული სისუსტე, რომელთაგან ერთ-ერთი თავდამსხმელს საშუალებას აძლევს, გარკვეულ ვერსიებზე ავტორიზაციის გარეშე დისტანციურად შეასრულოს კოდი. CERT Polska-მ ადმინისტრატორებს მოუწოდა, დაუცველი WordPress ვერსიები დაუყოვნებლივ

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ვირუსები უფრო სწრაფად იქმნება, ვიდრე მათი ანტიდოტები. სამყარო, სადაც კიბერშეტევები უფრო დახვეწილია, ვიდრე ოდესმე. ეს არ არის ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტი, არამედ კიბერუსაფრთხოების დღევანდელი რეალობა. მაგრამ, როგორც ყველა გამოწვევას, ამასაც აქვს თავისი გამოსავალი.

თავისუფლება შეზღუდვებისგან და სრული კონტროლი თქვენს ვებგვერდზე! ბევრი ბიზნესი საიტს იწყებს WordPress.com-ზე, რადგან თავიდან ეს მარტივი ჩანს: რეგისტრაცია, თემის არჩევა, რამდენიმე გვერდის შექმნა და საიტი უკვე ონლაინ არის. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება კითხვა —